გავეცანი განათლების სამინისტროს ახალ პორტალს,რომელიც ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ აქტიურად გამოვიყენებ არა მარტო პროექტის დაგეგმვისას,არამედ ჩემი სამუშაოს ყოველდღიური წარმართვისას.
პროექტის ფარგლებში შევიმუშავე მოსწავლეზე ორიენტირებული მიზნები,რაც, ვფიქრობ,რომ უმნიშვნელოვანესია პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
შევადგინე აქტივობები,რაც მოსწავლეებს გაუიოლებს მუშაობის პროცესს და მკაფიოს და ნათელს გახდის ინსტრუქციას,ასევე გაზრდის მათ მოტივაციას.
ასევე ჩამოვაყალიბე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები,რაშიც ძალიან დამეხმარა ტრენინგის კურსი და მოცემული სახელმძღვანელო.
No comments:
Post a Comment